პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟის პროცესს ეხმაურება.
“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის „დახმარების“ გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში და ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია „საერთო საკუთრებაა“, სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი „საერთო ინტერესი“ ზიანდება ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას ჩვენზე ზრუნვის მოტივით და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემარულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს. მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ” – წერს ზურა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ფიზიკის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
წყარო: itv.ge