დასავლეთი არ არის კონსოლიდირებული და ზეწოლას არ ახდენს “ქ. ოცნებაზე”

გრიშა ვაშაძის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია “მზადაა, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გამართოს, თუკი ასეთი შემოთავაზება იქნება” მმართველი ძალისგან, მოწმობს იმას, რომ დიპლომატების ჩარევა არ ნიშნავდა “ქ. ოცნებისთვის” არსებითი დათმობების მოთხოვნას.

მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ე. წ. “გერმანული მოდელი” კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რისთვისაც პარლამენტი მზად არ არის და მმართველ ძალაში ამის “რესურსი ამოიწურა”.

ოპოზიცია კვლავ “აქციებით” იმუქრება, მაგრამ აშკარაა, რომ დაღლილია და თბილ ოთახში მოლაპარაკებების “მეორე რაუნდი” ურჩევნია.

თუკი მმართველი ძალა კიდევ რამე სისულელეს არ ჩაიდენს, როგორც თამბაქოს რადიკალური გაძვირებაა, არსებული ქაოტური ვითარება შენარჩუნდება, მაგრამ ხელისუფლებაც არ დაემხობა.

აშკარაა, რომ მმართველი პარტია არ განიცდის სერიოზულ ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის წყალობით, არ არის კონსოლიდირებული ეს პოზიცია. თორემ, სხვა ვითარებაში, სხვა შედეგი იქნებოდა. მაგრამ არის კი ეს საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების ფაქტი? – ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”