მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა, „ძალა ერთობაშიას“ წევრმა მამუკა გამყრელიძემ ის ლიდერები დაასახელა, რომელთაგანაც ერთ-ერთი შესაძლოა „ენმ-ს“ ახალი თავმჯდომარე გახდეს.
სავარაუდო კანდიდატების მოკლე სია ასე გამოიყურება:
1. კობა ნაყოფია
2. ვანო მერაბიშვილი
3. ნიკა გვარამია
4. ლევან ვარშალომიძე
5. ნიკა მელია
6. ხატია დეკანოიძე
„პრაიმტაიმნიუსი“ დაინტერესდა რა ინფორმაციას ფლობს მამუკა გამყრელიძე და დასახელებული ლიდერებიდან რომელს უფრო მეტი შანსი აქვს გახდეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
გამყრელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის ამ განცხადებას გამოკითხვის ფორმა უფრო ჰქონდა. თუმცა აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი 6 ლიდერიდან კობა ნაყოფიას, ნიკა გვარამიას და ლევან ვარშალომიძეს უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ პარტიის თავმჯდომარე, რადგან ისინი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირები არიან.
კობა ნაყოფია
„კობა ძალიან დაფიქრებული ადამიანია, ძალიან კარგად ესმის ყველა ის საჭიროება, რაც პარტიას სჭირდება, ძალიან გამოცდილი ბიზნესმენია და შესაბამისად მას აქვს მართვის უნარები . ამავე დროს დაახლოებული პირია მიხეილ სააკაშვილთან“
ვანო მერაბიშვილი
„ვანო ძალიან სერიოზული პარტიული მოთამაშეა, მე ასე ვიტყოდი. შეუძლია შექმნას და გააძლიეროს პარტიული სტრუქტურები. ამაში დამეთანხმება ყველა ვინც „ენმ“-ს მომხრეა და ვისაც შიგნით დაუნახავს მისი მუშაობა.
ვანო მერაბიშვილი ბრწყინვალე ორგანიზატორია, თან გავლენებიც აქვს , მისი ძველი თანამშრომლები არიან ამ პარტიაში, იციან კარგად მისი შესაძლებლობები. მასაც აქვს შანსები, თუმცა რამდენად არის ახლოს მიხეილ სააკაშვილთან ვერ გეტყვით“
მამუკა გამყრელიძის ვარაუდით, თუკი „ენმ-ს“ ახალ თავმჯდომარედ „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას ვიხილავთ, მან შესაძლოა ტელევიზიაში თავისი თანამდებობა დათმოს და გადადგეს.
ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამიას გავლენა უზარმაზარი აქვს, როგორც „ენმ-ს“ მხარდამჭერი და როგორც ნახეთ მხარდამჭერების დიდი ნაწილი ლიდერად მას უჭერს მხარს, არავის გამორიცხვა არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ის იქნება. რატომ არ შეიძლება რომ იყოს ნიკა გვარამია, თავისუფალი ვაკანტური ადგილია. ყველას აქვს უფლება წარადგინოს თავისი ხედვები, წინადადებები და ჩაუდგეს სათავეში „ენმ-ს“.
თუ საჭირო იქნება, მისი პარტიაში გაწევრიენება, ესეც მარტივად არის შესაძლებელი. ალბათ გადადგება ადამიანი, სად ექნება იმის დრო ორივე ადგილზე იყოს. ალბათ გადადგება. ეს მისი საქმეა.
ნიკა გვარამიაზე დაწერეს, სახალხო ლიდერიაო, მე მახსოვს, სახალხო ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყო. ახლა ნიკა გვარამიაც გახდა. ხომ ხედავთ ესეთ რაღაცეებს რომ წერს ხალხი ე.ი მას განიხილავენ იმ ადამიანად, რომელსაც გაჰყვება ხალხის დიდი მასა. მას ხალხის დაორგანიზება და სათავეში ჩადგომა შეუძლია“
ლევან ვაშალომიძე
„ბატონი ლევანი გამოცდილი ორგანიზატორია, მე ვიტყოდი სუპერ გამოცდილი. მან უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა აჭარაში. მახსოვს რა იყო აჭარა და როგორ შექმნა რეალურად ბათუმი და აჭარა. მისი გამოცდილების არდაფასება და არგამოყენება მცდარი იქნებოდა. ამავე დროს ძალიან ახლო მეგობარია მიხეილ სააკაშვილის“.
ნიკა მელია
„ნიკა მელია იგივე რაც გვარამია, შეუძლია წინამძღოლობა, მას აქვს ბრუტალური გარეგნობაც, ძალიან კარგი ადამიანია მართლა.
მხარდამჭერებს უყვართ უფრო რადიკალური, მძაფრი გამოსვლები, ხმამაღალი მოწოდებები უყვართ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ გაკეთოს არჩვენი იმ ადამიანზე , ვისაც მაქსიმალურად შეულია მიიპყროს ხალხის ყურადღება.
ჩემი აზრით მაინც განმსაზღვრელი როლს, ვინ გახდება თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტს. როგორც ვიცი და როგორც გამიგია, ძალიან უჯერებენ მას პარტიაში“
ხატია დეკანოიძე
„ხატია დეკანოიძე ძალიან უყვარს ხალხს და იასეთივე ტიპის არის, როგორც ნიკა მელია და ნიკა გვარამია, რომლებიც კარგი გაგებით პოპულისტური ადამიანია. ქალების როლის წინ წამოწევა პოლიტიკაში ახლა ტრენდული გახდა, მასაც ექნება სერიოზული შანსები, მითუმეტეს, რომ ხალხს უყვარს.
წყარო: itv.ge