გუშინწინ კონსტანტინოპოლში(სტამბული) ვიყავი.
წარმოუდგენელი მაშტაბების ქალაქია.
მეთქი აქ ვარ და აია სოფიას ტაძარში შევივლი, ხოდა მივედი.
შიგნითაც დავაპირე შესვლა, მაგრამ შესასვლელთან რაღაც პატარა ადგილი აქვთ მოწყობილი და ფუსფუსია, მეთქი რა ხდება? ფეხზე უნდა გაიხადო მუსულმანური წესების მიხედვით და ისე უნდა შეხვიდეო..
საშინლად გავბრაზდი, აი სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
მინდოდა შესვლა, ძალიან მინდოდა, მაგრამ გამოვბრუნდი და წამოვედი.
რა არის კაცო ეს?!
რას ნიშნავს “გადააკეთე”?!
როგორ გადააკეთე?!
ტაძარი მაშინაა აშენებული, როცა მუსულმანური რელიგია, საერთოდ არ არსებობდა და მეჩეთად როგორ გადააკეთე?!
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ – რომ არა ერეკლეს პოლიტიკა და რუსეთის მიერ საქართველოს მიერთება, ჩვენც აუცილებლად “გადაგვაკეთებდნენ”.
1453 წელს უდიდესი გეოსტრატეგიული კატასტროფა მოხდა და ამის უმთავრესი მიზეზი დასავლეთის უნიათო პოლიტიკა იყო, მერე კი რუსეთისთვის ხელის შეშლა, რომ კონსტანტინიპოლს ისევ საკუთარი სახელი რქმეოდა.
დასაველთის ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება.
რევაზ კილასონია