თამრიკო ჭოხონელიძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” იმ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან უარი თქვა საპატრიარქოს მიერ მოწყობილ ოჯახის სიწმინდის დღისადმი გამართულ კონცერტში მონაწილეობაზე, რომელიც 17 მაისს უნდა გაიმართა.
“ჩვენ ზიზღის ენის საქართველოში გვიწევს ცხოვრება, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. თითქოს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამას რანაირად ვამტკიცებთ მაინც ვერ გავიგე. მე უკვე მეზიზღება ტელევიზიის ყურება, რადგან ყველგან ისმის დაპირისპირება….
ცუდად დავცადე შენს გადაცემაში ჩართვა. როცა ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება შენს ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ადამიანების დისკრედიტაცია ხდება. მას შემდეგ ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შობის ღამეს მე ტაძარში აღარ უნდა მეგალობა – ეს იყო სამაგიერო“, – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში თამრიკო ჭოხონელიძემ.
“რეზონანსი”