სავარაუდოდ, ჩინეთში მობილური ტელეფონის ყიდვისას სახის სკანირება სავალდებულო გახდება

ჩინეთის მოსახლეობა ახალი მობილური ტელეფონის ყიდვისას სახის სკანირების სავალდებულო პროცედურას გაივლის, რაც ხელისუფლებას ასობით მილიონი ინტერნეტმომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ახალი წესი, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა, 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ რეგულაციის მიზანი კიბერსივრცეში მოქალაქეთა უფლებების დაცვაა.

კერძოდ, აქამდე მოქმედი წესებით, როდესაც ადამიანი ახალ ტელეფონს ყიდულობდა ან მობილური კავშირის ოპერატორის იცვლიდა, მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ფოტო უნდა წარედგინა. ახალი რეგულაციის თანახმად, სავალდებულო სახის სკანირებაც ხდება.