“უპოვარი” მოქალაქეების ქონება – რა სიას აქვეყნებს კალაძის პიარი?

თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნაწილის ქო­ნე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში გუშინ სახლები დაუნგრიეს:

“აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, მი­ტა­ცე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო მი­წა­ზე მშე­ნე­ბა­რე უკა­ნო­ნო ნა­გე­ბო­ბე­ბის მფლო­ბე­ლი “სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი” და “უპო­ვა­რი” მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი:

  • მო­ქა­ლა­ქე ტ.ხ-ს ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დირბში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა.
  • მო­ქა­ლა­ქე შ.ჯ, მცხოვ­რე­ბი სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ქირ­ში, ფლობს 4 მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილს. მა­მას რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აქვს 6000 კვ მეტ­რი სახ­ნავ-სა­თე­სი მიწა.
  • მო­ქა­ლა­ქე დ.შ, მცხოვ­რე­ბი ქა­ლაქ თბი­ლის­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ფლობს ბი­ნას, ასე­ვე მა­მას უფიქ­სირ­დე­ბა გუ­რა­მიშ­ვილ­ზე სამი ბინა. ოჯა­ხი ხა­რა­გა­ულ­ში სო­ფელ ლეღ­ვან­ში ფლობს 1255 კვ მი­წის ნაკ­ვეთს.
  • მო­ქა­ლა­ქე დ.ტ თბი­ლის­ში ქი­ზი­ყის ქუ­ჩა­ზე ფლობს ბი­ნას, დე­დას აქვს სო­ფელ ჯი­მით­ში 3302 კვ მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი.
  • მო­ქა­ლა­ქე ვ.ფ თბი­ლის­ში, გუ­გუშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ფლიბს 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტრ ბი­ნის ფართს.
  • მო­ქა­ლა­ქე გ.მ თბი­ლის­ში ნავ­თლუ­ღის და­სახ­ლე­ბა­ში ფლობს სახ­ლს. მა­მას აქვს 568 კვ მეტ­რი ფარ­თი ნავ­თლუ­ღის და­სახ­ლე­ბა­ში.
  • მო­ქა­ლა­ქე ნ.ბ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კას­პში, მა­მას აქვს კავ­თის­ხევ­ში 1300 კვ მეტ­რი ნაკ­ვე­თი. დედა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ინდმე­წარ­მედ”