“ეს ახალი წელი დგება იმ რეალობის პირობებში, როცა COVID19-ით გარდაცვლილია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვების პერიოდი იყო გაზაფხულზე. ჩვენ კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
თუკი მოხდა 24 დეკემბერს გახსნა და როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი, თვითონ ამ სავაჭრო წერტილების და სავაჭრო მოლების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ” – აღნიშნა თურნავამ.
წყარო: newposts.ge