30 წლის ირაკლი ბებუა, რომელიც ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვის გამო დააკავეს, სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის დაწესებულებაში მოიხდის. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” სოხუმიდან კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.
“საქმე, ოფიციალურმა მოსკოვმა გამოითხოვა! სასჯელის, სრულ ვადას ზემოდ ხსენებული პიროვნება უმკაცრესი რეჟიმის ციხეში გააგრძელებს. მან ასევე პრობლემები შეუქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მის აფხაზ ნათესავებს. მოკვლეულია მისი ნათესავების წრე და ისინი სამსახურებს დატოვებენ. საუბარია დაახლოებით 31 ოჯახზე, ზოგი მათგანი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა” – ამბობს წყარო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8 დეკემბრის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ 30 წლის ეთნიკურად ქართველ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სუს-ის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფირმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ამასთან, „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან“.
ირაკლი ბებუამ ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი 30 სექტემბერს პროტესტის ნიშნად დაწვა. ამ დღეს კო ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მის ამ ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმაც კი – მისი სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ირაკლი ბებუას გადაყვანა უმკაცრესი რეჟიმის ციხეში დღეს მოხდება.
“სად მოიხდის სასჯელს ბებუა ამის თქმის უფლება არ მაქვს და საქმის მასალების გადახედვას ითხოვს მოსკოვის უმაღლესი მოსამართლე” – აცხადებს კონფიდენციალური წყარო.
ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი თბილისში 1993 წლიდან ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მერე. იგი დედისერთაა. ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, წითელმა ჯვარმა ირაკლი ბოლოს 3 დეკემბერს მოინახულა.
წყარო: newposts.ge