ვაქცინის ფართოდ გაშვების შემდეგ, შეიძლება ისეთი რეაქციები დავინახოთ, რომელიც კლინიკური კვლევების ფარგლებში არ დაფიქსირდა- ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინის გვერდითი რეაქცია მოსალოდნელი შეიძლება იყოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც ვაქცინა ფართოდ გაეშვება, საუბარია ათობით და ასობით მილიონ დოზაზე. შეიძლება ისეთი რეაქციები დავინახოთ, რომელიც კლინიკური კვლევების ფარგლებში არ დაფიქსირდა“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.