აშშ-ში ვაშლის ახალი ჯიშის გაყიდვა დაიწყო, რომლის მაცივარში შენახვაც 1 წლის განმავლობაში შეიძლება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯიშის სახელწოდება „კოსმიკ კრისპია“. ის ვაშლის ორი სახეობის – „ჰანიკრისპის“ და „ენთერპრაიზის“ ნაჯვარია. პირველად „კოსმიკ კრისპი“ ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიყვანეს.
ბიოლოგები ჯიშზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათი თქმით, ეს ვაშლი შედარებით მაგარი, წვნიანი და ძალიან ხრაშუნაა.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში „კოსმიკ კრისპის“ მოყვანის უფლება მხოლოდ ვაშინგტონის ფერმერებს აქვთ. ტერიტორიაზე უკვე 12 მილიონი ხე დარგეს.
აშშ-ში ვაშლი პოპულარობით მეორე ხილია და მხოლოდ ბანანს ჩამორჩება.