მარშალის კუნძულებზე გამორიყულ გემზე ასობით კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

მარშალის კუნძულების პოლიციამ ნაპირზე გამორიყული მიტოვებული ნავიდან ნარკოტიკების რეკორდული რაოდენობა ამოიღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 5,5 მეტრის სიგრძის ნავი აილუკის ატოლის მოსახლეობამ აღნოაჩინა. მათ ხომალდის გადაადგილება სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. გემის დათვალიერების შემდეგ კი მასში კოკაინის შეკვრები იპოვეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გემიდან 649 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც $80 მილიონს შეადგენს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი წყნარ ოკეანეში 1 წლის განმავლობაში ცურავდა.