ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული კვლავ მოიპოვა.
გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას„ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისელების მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“, რომელიც მათ 2 ქულით უსწრებდა, სტუმრად „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.
„დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.