ვინ იყვნენ ამერიკის პრეზიდენტები?

ჰყავს თუ არა ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ხშირად „თავისუფალი სამყაროს ლიდერს“ უწოდებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილად არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი.

ისტორია აჩვენებს, რომ ამერიკის პრეზიდენტების აბსოლუტური უმრავლესობა თეთრკანიანი, პროტესტანტი მამაკაცი იყო. 20 იანვარს, ფიცს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დადებს. მანამდე, „ამერიკის ხმა“ გიამბობთ ამერიკის პრეზიდენტების შესახებ – ვინ იყვნენ ისინი, და სად არის ჯო ბაიდენი, წინამორბედთა შორის.

აშშ-ის 31 პრეზიდენტს სამხედრო კარიერა ჰქონდა
აშშ-ის პრეზიდენტების უმრავლესობას, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებამდე სამხედრო კარიერა ჰქონდა. რამდენიმე მათგანი გამოჩენილი სამხედრო გენერალი იყო – ჯორჯ ვაშინგტონი, რომელიც რევოლუციური ომის დროს კონტინენტურ არმიას მეთაურობდა; ულისე ს. გრანტი სამოქალაქო ომის დროს, გაერთიანების ჯარებს მეთაურობდა; დუაიტ ეიზენჰაუერი კი, ხუთვარსკვლავიანი გენერალი „აიკი“, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო.

სამოქალაქო ომის კვალდაკვალ, თითოეული პრეზიდენტი ამ ომის მონაწილე იყო. ვეტერან პრეზიდენტების ახალი ნაკადი წარმოქმნა პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა. თუმცა, ეს ტენდენცია, ბოლო დეკადების განმავლობაში დასრულდა. გვიანდელი პერიოდის უმრავლესობას, შეიარაღებულ ძალებში არასდროს უმსახურია – ბილ კლინტონს,ბარაკ ობამას და დონალდ ტრამპს. ასევე, არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

26 პრეზიდენტი კონგრესის წევრი იყო
ჯეიმს მედისონიდან, ჩვენს დრომდე, მომავალ პრეზიდენტებს შორის პოპულარული საქმიანობა კონგრესის წევრობა იყო. აშშ-ის პრეზიდენტების ნახევარზე მეტი, მანამდე კონგრესში ან სენატში მსახურობდა. ზოგიერთი მათგანი ორივეში. ისტორიის მანძილზე, 17 სენატორი პრეზიდენტი გახდა, მათ შორისაა არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ინაუგურაციის შემდეგ, ბაიდენი აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება
პრეზიდენტობისთვის კანონით განსაზღვრული ასაკი 35 წელია. თუმცა, როგრც წესი, ახალგაზრდა პრეზიდენტები, თეთრ სახლს ახალგაზრდული ქარიზმისა და პოლიტიკური მიღწევების პიკში, 40-ზე მეტ ასაკში იკავებდნენ. ასე მოხდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი „ტედი“ რუზველტის შემთხვევაში. მან ოვალური კაბინეტი 42 წლის ასაკში დაიკავა. ჯონ კენედი პრეზიდენტი 43 წლის ასაკში გახდა და გლამურული პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლად მიიჩნეოდა. ასაკოვანი პრეზიდენტების იმიჯი, უფრო ჭარმაგი ბაბუის როლი იყო – მაგალითად, დუაიტ ეიზენჰაუერი და რონალდ რეიგანი.

ხანდაზმულ პრეზიდენტებს შორის უხუცესი დონალდ ტრამპი იყო. მან თანამდებობა 70 წლის ასაკში დაიკავა. უხუცესი პრეზიდენტის ტიტულს, ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენი მიიღებს. ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს 78 წლის ასაკში დაიკავებს. რამდენიმე პრეზიდენტმა, ოფისი სრულიად გაჭარაღავებულმა დატოვა.

ბაიდენი მეორე კათოლიკე პრეზიდენტი იქნება
აშშ-ის კონსტიტუცია საჯარო თანამდებობებზე რაიმე რელიგიურ მოთხოვნებს კრძალავს. თუმცა, აქამდე აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ქრისტიანული აღმსარებლობის იყო – აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტანტი.

ინაუგურაციის შემდეგ, ჯო ბაიდენი, ჯონ კენედის შემდეგ მეორე კათოლიკე პრეზიდენტი გახდება. არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა იუდეველი ან მუსლიმი, ამასთან, არცერთ მათგანს საჯაროდ ათეიზმის შესახებ არ განუცხადებია. თუმცა, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და უილიამ ტაფტი აგნოსტიკოსად ან ათეისტად მიიჩნეოდნენ.

გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკის პირველი იუდეველი პრეზიდენტი ბერნი სანდერსი იქნებოდა. პრეზიდენტობის ყოფილი დემოკრატი კანდიდატი.

15 პრეზიდენტი მანამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო
აშშ-ის 15 ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს შორის რვამ, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი მოქმედი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო დაიკავა. მათგან ერთი, ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც რიჩარდ ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა. ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როცა პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლეს – ასე მოხდა ალ გორისა და უოლტერ მონდეილის შემთხვევაში.

წყარო: radiotavisupleba.ge