რასაც ამნისტია გულისხმობს, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა – ნადირაშვილი
„ევროპული საქართველოს„ წევრი, ირმა ნადირაშვილი, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირებას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გამოიყენა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, თუმცა სინამდვილეში ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრება.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კანონის პროექტში ხელოვნურად არის დაჩეხილი მუხლები, რათა ამნისტია არ შეხებოდა ბიძინა ივანიშვილისათვის არცერთ არასასურველ ადამიანს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს.
„მართალია „ქართულმა ოცნებამ“ იხმარა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, მაგრამ როდესაც უფრო ღრმად ჩაიხედავ ამ საკითხში, ცხადი ხდება, რომ ეს უფრო ქართული ოცნების წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა და არა არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს.
მუხლები არის ხელოვნურად დაჩეხილი ისე, რომ არცერთი არასასურველი ადამიანი, არცერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომლებიც ახლა ციხეებში არიან გამოკეტილნი როგორც მძევლები და პირადი პატიმრები, არ მოხვდნენ ამ განთავისუფლების ფარგლებში და არ შეუქმნან პრობლემები ბიძინა ივანიშვილს” – განაცხადა ნადირაშვილმა.
წყარო: itv.ge