სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა

რამდენიმე წუთის წინ “ქართუ” ბანკის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.