ჯანმოს რეგიონალური დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში Covid-19-ზე რეაგირება საკმაოდ კარგად ხდება.
მისივე თქმით, მან ქვეყანაში ის ინოვაციები ნახა, რომლებიც საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტურად ეხმარება.
“რასაც მე ვხედავ რეაგირება Covid-19-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც ქალბატონი მინისტრი ასევე ჯანდაცვის სამინისტრო.
რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების ასევე საზოგადოების და ეს მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური.
მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც კარგ სამსახურს გაუწევს ქვეყანას. როგორც ცხელების ცენტრები ასევე ონლაინ კლინიკა, რომელსაც მე დღეს თვითონ ვესტუმრე და კოვიდ სასტუმროები, რადგან ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას ებრძვიან მხოლოდ კლინიკებში და ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით თუკი ეს ფოკუსი არ იქნა გადატანილი სხვა მიმართულებებით, მაგალითად როგორიც არის კოვიდ სასტუმროები” – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.
წყარო: bm.ge