ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯში, რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 55 წლის გია გუნიას ცხედარი ზუგდიდში საკუთარ ოჯახში გადმოასვენეს.
მისი ძმის, გოდერძი გუნიას ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ გია გუნიას დაეჯახა ავტომანქანა, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა ეს პირი გალში უკვე დააკავეს. სავარაუდოდ ტრანსპორტში რამდენიმე პირი იმყოფებოდა და ისინი ამ დრომდე მიმალვაში არიან.
„დაკავებულია აფხაზი. იქ მცხოვრებისგან მაქვს ეს ინფორმაცია. მანქანაში მსხდომ დანარჩენ პირებსაც ეძებდა პოლიცია, მაგრამ ისინი მიიმალნენ, მერე ცხედარი უპოვიათ იქვე მდინარესთან ახლოს” – ამბობს იგი.
შემთხვევა ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯში მოხდა.
გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი იყო. მისი ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს.
წყარო: newposts.ge