ეს ფსკერია- ხალხს არ შეიძლება ასე მოექცე! ქართული ტელევიზიები და ისინი ვინც მათ უკან დგანან, მართლაც რომ ხალხის მტრები არიან, დაუძინებელი მტრები! 

2 დღეა ჩამოვედი საქართველოში.
სოფელში ვიმყოფები, ამიტომ ტვ-ს ყურება გიწევს გინდა არ გინდა.

ხოდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცა ე.წ. პოტიომკინის სოფელს აშენებს, ოღონდ უნიჭოდ.
სამთავრობო არხების ჟურნალისტები, უემოციო, სარკისებრი თვალებით გვიყვებიან თუ როგორ “წარმატებებს” ვაღწევთ ყველა მიმართულებით.
ე.წ. ოპოზიციურ არხებზე კი რაც ხდება, მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის “სახელმძღვანელოდ” გამოდგება.
ქართული ტელევიზიები და ისინი ვინც მათ უკან დგანან, მართლაც რომ ხალხის მტრები არიან, დაუძინებელი მტრები!
ხალხს არ შეიძლება ასე მოექცე!!!
ეს ფსკერია…

რევაზ კილასონია