მსახიობების უმეტესობა სასწავლებელში სასცენო ხელოვნების გარდა ვოკალის კურსებსაც გადის. შესაბამისად, თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მათგანი მარად მოღიღინე პერსონაჟს განასახიერებს, შეწუხებულ მაყურებელს იმ დღეების სინანულით გახსენება არ მოუწევს, როდესაც კინემატოგრაფი ჯერ კიდევ უხმო იყო.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მსახიობი ამავდროულად წარმატებული მუსიკოსი შეიძლება გახდეს. ვისაც ზემოთქმულში ეჭვი გეპარებათ, გირჩევთ, ჩვენს სტატიას გაეცნოთ.
5. ლორენს ტურო
1980-90-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდები ძირითადად ჰიპ ჰოპს უსმენდნენ, ამიტომ უფროსი თაობის წარმომადგენელთა ექსტრავაგანტულმა ნაწილმა გადაწყვიტა, ჩვენი აღმზრდელობითი მესიჯების გასავრცელებლად სწორედ რეპი უნდა გამოვიყენოთო.
დიდაქტური ლირიკის შემოქმედთა შორის მსახიობი ლორენს ტუროც მოხვდა. 1984 წელს გამოსულ ალბომში Mr. T’s Commandments ფილმის “როკი 3” და სერიალის “გუნდი А” ვარსკვლავი ბავშვებს მოუწოდებდა, მშობლებს დაუჯერეთ, უცნობებს ნუ დაელაპარაკებით და ნარკოტიკებს ნუ გაეკარებითო.
არავინ იცის, რა ბედით ეწიათ ტუროუდის მცირეწლოვან მსმენელებს, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ მათ გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში, ვიდრე მისტერ თიმ მუსიკის ინდუსტრიაში.

4. ბრიუს უილისი
ჩვენი სიის შემდეგი წევრთან ლორენსი ახლოსაც ვერ მივა, მისთვის სამყაროს გადარჩენა ხომ ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ის ტარანტინოს, ბესონისა და შიამალანის ფილმებში შესრულებული მთავარი როლებით იწონებს თავს, ფლობს ერთ-ორ ოქროს გლობუსსა და ემის, მართავს მფრინავ ტაქსის, მოგზაურობს დროში და არასდროს იჭრის თმას.
დიახ, სწორედ მიხვდით, ბრიუს უილისიც მღერის. მეტიც, ის ორი სტუდიური ალბომის ავტორია. ყველაფერი ამერიკული არხის HBO მიერ კომედიური, ფსევდოდოკუმენტური ფილმის “ბრუნოს დაბრუნება” გადაღებით დაიწყო, რომელიც ბლუზის არასდროს არსებული ლეგენდის, ბრუნო რადოლინის ცხოვრებას აღწერდა. უილისთან ერთად სურათში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, ჯონ ბონ ჯოვი, რინგო სტარი და ჯგუფი The Bee Gees.
აქვე გაფრთხილებთ, რომ ვიდეოს ჩართვის შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებაში 80-იანი წლები მთელი თავისი პათეტიკურობით შემოიჭრება.
3. დევიდ ჰეზელჰოფი
დევიდ ჰეზელჰოფი სამყაროს მრავალჯერ გადარჩენით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, სამაგიეროდ ყველას კარგად ახსოვს, როგორ დარბოდა ის სერიალში “მაშველები” პამელა ანდერსონის გვერდით და როგორ სევდიანად გაჰყურებდა ჰორიზონტს კატარღის მართვისას. მაშინ ვერ ვხვდებოდით, ახლა კი აშკარაა, რომ დევიდი თავის არცთუ შთამბეჭდავ მუსიკალურ კარიერაზე წუხდა.
დაგინდობთ და ჰეზელჰოფის 12 სტუდიური ალბომის განხილვის ნაცვლად პირდაპირ გეტყვით – ის ისე ცუდად მღერის, რომ საუკეთესო სიმღერების კრებული Looking for… the Best of David Hasselhoff ინტერნეტ მიმად იქცა. ონლაინ მაღაზია “ამაზონის” მომხმარებლები ჩანაწერს უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ, შემდეგ კი წერდნენ: “მისი ტკბილი ხმა მოვისმინე და ახლა მინდა, გაყინულ წყალში ჩავიხრჩო თავი”.
ან “არაჩვეულებრივი ალბომია. დევიდს სიმღერის შუაში საუკეთესო დიალოგები აქვს – წამოდი, პატარავ, სახლში წავიდეთ. მომეცი ფერარის გასაღები. პატარავ, მთელი ღამე ვერთობოდით. ახლა შინ წასვლის დროა. ძვირფასო, მზე ამოდის. აღარ შემიძლია, ჩემთვის ძალიან სექსუალური ხარ. სახლში წაგიყვან, ეს ჯინსები მაგრად გიხდება. ვუუუააო”.
2. სტივენ სიგალი
აშშ-ის, რუსეთისა და სერბეთის მოქალაქე, სტივენ სიგალი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა. მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, რეჟისორი, საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ქალების შევიწროების მოყვარული და ვლადიმერ პუტინის ღია მხარდამჭერი – ასე ჟღერს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალი.
2005 წლიდან სიგალმა სიმღერაც დაიწყო და ორი საშინელი ალბომიც გამოუშვა. მართალია, დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, ყველა კარგი მებრძოლი (აქ საკუთარ თავს გულისხმობს) სწავლულიცაა, პოეტიც და ხელოვანიცო, მაგრამ ამით არავინ მოტყუვდა. კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ ირწმუნებოდა, საბრძოლო ხელოვნებას თვით აიკიდოს დამფუძნებელ მორიჰეი უეშიბასთან ერთად ვსწავლობდიო (სინამდვილეში, კი ვარჯიში მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო), მერე კი უფრო მასშტაბურ სიცრუეზეც გადაერთო.
სიგალის მუსიკაზე წარმოდგენა, ალბათ, უკვე შეგექმნათ, თუმცა მაინც გირჩევთ, მოსმენის გარეშე მასაც კი ნუ განსჯით.
1. ჯონ ტრავოლტა
კარიერის დასაწყისში რამდენიმე მიუზიკლში მონაწილეობის შემდეგ, ფილმების “მაკულატურა” და “სახის გარეშე” ვარსკვლავმა, ჯონ ტრავოლტამ გადაწყვიტა, არავისთვის არასდროს მიეცა იმის დავიწყების შანსი, რომ სიმღერაც შეუძლია.
ჯამში ჯონს შვიდი არცთუ წარმატებული ალბომი აქვს ჩაწერილი. მათგან ერთ-ერთში This Christmas ტრავოლტამ მომღერალ ოლივია ნიუტონ-ჯონთან ერთად საყვარელ საშობაო სიმღერებს მოუყარა თავი და განაცხადა, ჩემს ოჯახში მუსიკის მოსმენა საშობაო ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ამიტომ მინდოდა ისეთი ჩანაწერი გამოგვეშვა, რომელიც ხალხს დღესასწაულს გაულამაზებდა და ჩვენც ზეიმის ნაწილად გვაქცევდაო.
რაღა გვეთქმის, გულწრფელად გვშურს მისი ასეთი თავდაჯერებულობის, ასეთი სიმღერით ხომ ნებისმიერი დღესასწაულის გაფუჭება შეიძლება.
წყარო: popmusic.ge