ჟურნალისტი, ირინე გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ზურა დოიჯაშვილის ვარკვლავიც გაიხსნა, პირველ არხზე მარათონიც გაიმართა და სპეც. ანგარიშზეც ჩაირიცხა გარკვეული თანხა!
მადლობა ვინც ფინანსურად გვერდში დაუდგა ზურას ტელემარათონის დროს და მადლობა მხოლოდ
დათო ოქიტაშვილს და პირველ არხს!!!
ზურას ვარსკვლავი, გეგმის მიხედვით უნდა გაეხსნათ მის შვილებს და შვილისშვილებს, მაგრამ სულ რაღაც 1 საათით ფილარმონიისწინა ღონისძიება დავით ოქიტაშილმა იმიტომ რომ თვითონ ტელევიზიის სტუდიაში იჯდა, ჩააბარა ნუგზარ კვაშალს, რომელმაც როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარი პერსონის წარმოჩინებას მიჰყო ხელი და ,,ბევრი ვეცადე შენთვისო, გამოვიყვანე ჩემთვისო,, შესთავაზა მაყურებელს!
ცნობისათვის… სიმღერა ,,მელიქიშვილის გამზირი,, და სხვა უამრავი გემრიელი სიმღერა, კომპოზიტორს, არქიტექტორს, უინტილიგენტეს და გემრიელ კაცს ზურა მანაგაძეს ეკუთვნის, რომელიც ახლოს არ მიუშვეს კვაშალაბრაზნებმა მიკროფონთან, ისევე როგორც ზურას ოჯახი და საერთოდაც, იქ მდგომი ერთი მევახშემსახიობი, ზურას ცოლს რომ ურეკავს ამდენს და ამდენს ვრიცხავ ,,ჩემი ძმის,, დასახმარებლადოო, საინტერესოა შეასრულა დანაპირებიი? ჩემი ინფორმაციით, არა!
თქვე დალოცვილებო! კაცი 9 თვე მართვით სუნთქვაზეა, მთელი ზაფხული არც კარანტინი ყოფილა და არც შეზღუდვები – აქამდე სად იყავით ?
ოქიტას გაკეთებულ მადლიან საქმეზე მივარდით და ისიც კი არ გააკეთეთ , რომ ბავშვებს, რომელიც დილაადრიან წამოყარეს ლოგინიდან ,,ბაბუს ვარსკვლავი უნდა გახსნათ, ჩქარა ადექითო, ახლოსაც არ მიუშვით?!
ვინ ჩემი ფეხებია ენრიკო ჯანელიძე ანდა ნუგზარ კვაშალი, რა წვლილი მიუძღვით გნებავთ ტელემარათონის და გნებავთ ვარსკვლავის გაკეთების ხარჯებში, კადრიდან რომ ვერ გაეტიენ და ვარსკვლავიც თვითონ გახსნეს?!
აი ამიტომ არ ვუყვარვარ ბევრს, სიმართლეს რომ ხმამაღლა ვამბობ და რას იფიქრებს ჩემზე ძელეცი კვაშალი და უნიჭო ენრიკო, სუუუუულ ფეხებზე მკიდია!ბედი მათი, რომ არ მივედი….. როგორ მივწევ-მოვწევდი ნახავდდით…. არადა როგორც ზურას ოჯახის ახლობელი ვაპირებდი მისვლას….”