ივანიშვილმა დაგვიტოვა არჩევანი, რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ – გიგა ბოკერია

ავტორიტარული სულ იყოს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ უკვე იმ ფაზაში გადავიდა, როცა ძალიან სახიფათო ზღვარზე ვართ, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ან ეგუება დიქტატურას, ან კიდევ რევოლუციური გზით მოქმედების არჩევანი აქვს.

“ავტორიტარული სულ იყოს ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ავტორიტარიზმს აქვს სხვადასხვა ხარისხი და უკვე იმ ფაზაში გადავიდა, როცა ძალიან სახიფათო ზღვარზე ვართ, თუ საზოგადოება ეგუება სტაგნაციისა და დიქტატურისკენ სვლის. ან დაგვიტოვა საზოგადოებას არჩევანი რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ არჩევნები არ არის. ჩვენ პირველს ხომ არ შევეგუებით და მეორე არ გვინდა”, – განაცხადა ბოკერიამ.