N8 პენიტენციური დაწესებულების დაკავებულ თანამშრომელებს გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. დაცვის მხარემ ბრალდებულების 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მაშინ სამინისტრომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, როგორ სცემდნენ რურუას, თუმცა, მერე წაშალა.
მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ ბადრაგი პროტკოლით მოქმედებდა და ის სწორად მოიქცა, ამბობდნენ, რომ საპირფარეშოში რემონტი იყო და იმის კარი უნდა დაეცვა ბადრაგს – შესაბამისად, უცნობია, რატომ ისჯებიან ბადრაგები და არ იცვლება პროტოკოლი, რატომ ისჯებიან ბადრაგები და არა ის პირი, ვინც ბადრაგს საპირფარეშოს კარის დაცვა უბრძანა და არა რურუას, ვინც მონიტრინგი არ განახორციელა პატიმრის გადაყვანის!