თუ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპის საარჩევნო კამპანიას, მაშინ ბევრი რამ ცხადი ხდება – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

„თუ სოციალურ ქსელებში და მანამდე მოარული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ გაყალბებული არჩევნების აღიარების სანაცვლოდ, საქართველოს ტირანი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი აფინანსებდა ამჟამად წაგებული პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიას ამ უკანასკნელის სიძის, ბელორუსიდან ემიგრირებულთა შთამომავლის – ჯარედ კუშნერის შუამავლობით, მაშინ ბევრი რამ უკვე ცხადი ხდება.

არ მინდა ვიფიქრო, რომ პუტინის ფულიც ტრამპის ხარჯებისათვის სწორედ ივანიშვილის ოფშორების მეშვეობით ირიცხებოდა“, – წერს სოციალურ ქსელში ნათელაშვილი.