“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წასვლის შესახებ ინფორმაცია პარტიიდან „შემოგდებული“ და დაუზუსტებელი ნარატივია. ამის შესახებ „2020NEWS“-ს პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წასვლა პარტიიდან „შემოგდებული“ და დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ამიტომაც მედიაში გავრცელებულ „ჭორებზე“ კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“. – განაცხადა ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის პოსტზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ. გავრცელებულ ინფორმაციას თავად კობახიძე არ ადასტურებს.