როგორც თითქმის ყველგან, იტალიაშიც საკარანტინო შეზღუდვები ისევ მკაცრდება!

დაანონსებული კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, იტალიაში შობისა და ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

“ვითარება კვლავ რთულია მთელ ევროპაში. ვირუსი ყველგან ვრცელდება. ჩვენი ექსპერტები სერიოზულად წუხდნენ, რომ შობის დღესასწაულზე იქნებოდა ახალი შემთხვევების დიდი მატება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება” – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

ახალი წესების თანახმად, არააუცილებელი მაღაზიები დაიკეტება 24, 25, 26, 27 და 31 დეკემბერს და 3, 5, და 6 იანვარს. ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. რაც შეეხება 28-30 დეკემბრის პერიოდს, ამ დროს მოქალაქეებს სახლის თავისუფლად დატოვება შეეძლებათ, თუმცა დღესასწაულების პერიოდში დახურული რჩება ყველა ბარი და რესტორანი.

წყარო: ptn.ge