შსს-ს განცხადებით, კორონავირუსის პერიოდში, ქვეყანაში ყაჩაღობა 42%-ით შემცირდა!

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიში წარადგინა.

ვახტანგ გომელაურმა ის დანაშაულები დაასახელა, რომლებმაც ქვეყანასი პროცენტუალდ მოიკლო.

“აუცილებელია, შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს. ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ ყაჩაღობა – 42%; გამოძალვა – 34%; ძარცვა – 25%; ქურდობა – 12%; შემცირდა ბინების გაქურდვის ფაქტები – 22%; მკვლელობის მცდელობა – 5%.

ჩვენ ასევე პატივს ვცემთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ მედია თავისუფალია და არც ერთი კაბინეტიდან არ კონტროლდება და ნებისმიერი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია” – განაცხადა გომელაურმა.

წყარო: itv.ge