მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ადასტურებს, რომ ის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებს, თუმცა ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე ჯერ-ჯერობით არავისთან არ ყოფილა.

“მე ვარ ამ საკითხზე მუდმივ კონსულტაციებში, ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე ამ კონსულტაციების დროს საერთოდ არ ყოფილა. ჩემი აზრით ეს არის სწორი. მე მათ ველაპარაკები სხვადასხვა მიმდინარე თემებზე” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: ptn.ge