ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს – ხვთისიაშვილი

ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს – ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ვაქცინის მოსაპოვებლად პარტნიორ სახელმწიფოებთან შესაბამის მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, პრემიერ-მინისტრისა და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიების საშუალებით კონსულტაციებს აწარმოებს პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან.

“როგორც მოგეხსენებათ არსებული გეგმის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების საშუალებით მუდმივ კონტაქტზე, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებშია პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებთან, ასევე, მწარმოებელ კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მალე მოვიპოვოთ საქართველოსთვის საჭირო რაოდენობის ვაქცინა” – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

წყარო: itv.ge