აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ნაყიდი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები С-400 ამერიკელი სამხედროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს სატელეფონო საუბარში უთხრა. მანამდე აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა რუსეთისგან С-400-ების შესყიდვის გამო. შეზღუდვები შეეხო თურქეთის თავდაცვის წარმოების სამდივნოს, მის ხელმძღვანელ ისმაილ დემირს და რამდენიმე მაღალჩინოსანს. მოსკოვში ამერიკის ახალი სანქციები აშშ-ის ჯანსაღი კონკურენციის უუნარობას დაუკავშირეს. რით ემუქრება С-400 ამერიკეებს და როგორ იქცა თავად აშშ საფრთხედ მთელი მსოფლიოსთვის – ჩვენს ვიდეოში იხილავთ.