“გამარჯობაზე გაგიმარჯოს რომ გიპასუხოს ფულს ითხოვს- ნებისმიერი პასუხი ფასიანი აქვს და ამას ბიზნესს ეძახის . . .”

ახალგაზრდობა ხომ საბოლოოდ წახდა. ყველგან და ყველაფერში ფული ელანდებათ. ესაა მათი აზროვნების სტილი. ამ დროებამ მოუტანა ეს სივერაგე და ვერც ხვდებიან რა დაცემას განიცდიან.


ყველა სფეროში ასეა. პედაგოგებშიც, ვაჭრობაშიც, სოფლის მეურნეობის მუშაკებშიც.
რა თქმა უნდა ყველაზე ეს არ ითქმის მაგრამ უმრავლესობაზე კი.
საქართველოში არსებობს შუა ხანს გადაცილებული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვენერა სტეფანიშვილი. ყველას ვისაც კი შეხება ქონია თაფლთან, ფუტკართან იცის რა ადამიანია ის. ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ, გასწავლით, არ დაგზარდებათ, დაგაკვალიანებთ… და ამას ყველაფერს აკეთებს აბსოლიტურად უანგაროდ. ქართული ფუტკარი სწორედ ამ ადამიანის მოტანილია აქამდე. მისი კვლევების, მისი მოვლის მეთოდიკით, მის მიერ შემუშავებული ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლით. აქვე ქალბატონ ვენერას მადლობას მოვახსენებ დაუღალავი შრომისათვის. არის კიდევ ერთი პიროვნება თემურ ღოღობერიძე. შუა ხანს ახლახან გადაბიჯებული ქართველი კაცი. როგორც ვენერა დავახასიათე ზუსტად ანალოგიურად ვიტყოდი მასზე. ალბათ სიკეთის კეთება მათ მშობლებმა, სკოლამ, მთავრობამ ჩაუნეგა. აფერუმ მათ ქართველობას და კარგ მამულიშვილობას.
რამ გამახსენა ახლა ეს ორი უდიდესი პიროვნება? ახალგაზრდა მეფუტკრემ რომლის სახელს შეგნებულად არ ვიტყვი. გამარჯობაზე გაგიმარჯოს რომ გიპასუხოს ფულს ითხოვს. ნებისმიერი პასუხი ფასიანი აქვს და ამას ბიზნესს ეძახის. თან ყველაფერთან ერთად საქართველოს მეფუტკრეობის განვითარებაზე ზრუნვით იკლავს ვითომ თავს და ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს როგორც საბჭოურ გადმონაშთებს ქილიკით მოიხსენიებს.
ვაი თქვენ ხელში ჩვენ საქართველოს.
ვიცი წაიკითხავს ამას და იქნებ შერცხვეს და შეგნებას რომ უწუნებს ყველას მან შეიცვალოს შეგნება. ფულის კეთება მარტო არაა კარგი საქმე. თუ რამე იცი არ დაგზარდეს და ერთი ორი სიტყვა უფასოდ დააცდენიე მაგ ბაგეს.

ირაკლი დოჭვირი