მთავარი სადღეგრძელო ყოველთვის ერთია – გაუმარჯოს რუსეთს!- ვლადიმირ პუტინი

ყოველწლიური პრეს-კონფერენციის დასასრულს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავისი მეგობრების და ოჯახის მთავარი სადღეგრძელო საახალწლოდ უცვლელია – “გაუმარჯოს რუსეთს”.

“რა თქმა უნდა, ყველანი ვადღეგრძელებთ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს, მაგრამ ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი ოჯახისთვის მთავარი სადღეგრძელო ყოველთვის ერთია – გაუმარჯოს რუსეთს!”, – განაცხადა პუტინმა.

წელს ღონისძიება ტარდებოდა ახალ ფორმატში. პრეზიდენტი ნოვო-ოგარიოვოში, თავის რეზიდენციაში იმყოფებოდა, ხოლო ჟურნალისტები რამდენიმე პრესცენტრში. ჟურნალისტები პრეზიდენტს შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უსვამდნენ. პრესკონფერენციაზე აუცილებელი იყო პირბადეები, ხელთათმანები და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ამავდროულად, აკრძალული იყო პლაკატები, რომლებიც ადრე ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო.