თაკო ჩარკვიანმა ნათელაშვილის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი დატოვა

“ნიუს ფრონტის” მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.კულმინაცია კი გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი წევრის,   კერძოდ, პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერის თაკო ჩარკვიანის აღშფოთება გახდა. მან ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორმატი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელთან ერთადაც ერთი მაგიდის ირგვლივ ვისხედით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, დღეს გაემგზავრა ოკუპანტ ქვეყანაში – რუსეთში. მართალია ვერც ერთ პარტიას ვერ ვუკარნახებთ პოლიტიკური დღის წესრიგს, თუმცა აქამდეც გვიძნელდებოდა პარტნიორობა საგარეო კუთხით განსხვავებული კურსის მქონე პოლიტიკურ სუბიექტთან და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვათ ამ ფორმატში მონაწილეობაზე და დავტოვოთ იგი.

„კანონი და სამართალი“ რჩება აქამდე გაცხადებული პრინციპების ერთგული, ვრჩებით გაერთიანებაში (ძალა ერთობაშია) და ხალხთან და დასავლური ტიპის პარტიებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. რუსეთი, ეს არის წითელი ხაზი, სწორედ რუსეთზე ქვეყნის გადაბარების წინააღმდეგ ვდგავართ გაერთიანებული და არა პარლამენტის სკამებისთვის“, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

არვიცით, რა “დაღი” დაემჩნევა  თაკო ჩარკვიანის წასვლით,  ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით გაჯერებულ ოპოზიციას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება…