პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ პროტესტის გამოხატვის დროს სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს.
თალაკვაძის თქმით, მედია ხელისუფლებას ხან პოლიციელების დიდი რაოდენობით მობილიზებისთვის, ხან კი სიმცირის გამო აკრიტიკებს:
“თხოვნაა თანამოქალაქეების მიმართ, რომ თავი შეიკავონ და არ მოხდეს ესკალაცია, პროვოკაცია უნდა იყოს არიდებული და პროტესტის ყველამ მონაწილემ უნდა შეიკავოს თავი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.