ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში. ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
კამათი და დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის დავით მჟავანაძის სტატუსს მოჰყვა, სადაც ის “ქართული ოცნების” დეპუტატის ქეთევან ვასაძის ატესტატის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.