კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთის ნაწილში ცირკულირებს, კონტროლს არ ექვემდებარება, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერმა ჯონსონმა შობისთვის უფრო მკაცრი შეზღუდები დააანონსა.
ჰენკოკმა თქვა ისიც, რომ მთავრობამ “ძალიან სწრაფად და გაბედულად” იმოქმედა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა შაბათს განაცხადა, რომ ლონდონი და სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთი ნაწილები გადადიან “მე-4 რიგის” შეზღუდვებზე, რაც ნიშნავს ყველა არასჭირო მაღაზიის დახურვას კვირიდან.
ამ ტერიტორების მაცხოვრებლები უნდა დარჩნენ სახლში და არ ექნებათ შესაძლებლობა, იმოგზაურონ არდადეგების ჟამს. მთავრობის რეკომენდაციით, გადაადგილება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს საშობაოდაც.
“ძალიან მძიმეა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ისე ვერ გაგრძელდება შობა, როგორც ადრე დავგეგმეთ” — თქვა ბორის ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.