მეგობარმა მომწერა, ესენი რომ ჩამოაგდებენ ოცნებას, მერე ხალხმა უნდა ივარგოს…- ნონა შარაბიძე

მეგობარმა მომწერა: …. „ესენი რომ ჩამოაგდებენ ოცნებას, მერე ხალხმა უნდა ივარგოს“….


ლაპარაკია ნაცებზე…. ე. ი. ნაცებმა უნდა ჩამოაგდონ ქოცები და შემდეგ უბრალო ხალხმა უნდა ივარგოსო……
ჯერ ერთი: „ოცნებას“ თუ ჩამოვაგდებთ, გამოდის, გარეწარი ნაცები უნდა მოვათრიოთ!.. მერე მაგ ნაძირლების მობრუნება გვინდა?! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ეგდება ხელისუფლებაში ნაცები თუ ქოცები, მაინც ხომ ერთნაირი სისტემა აქვთ ორივეს და ერთ ოკეანეგაღმელ პატრონს ემორჩილებიან???
მეორეც, ამოგიჩემებიათ ხალხი, ხალხმა, ხალხს….
….და ვინ ეკითხება ხალხს, მიკვირს პირდაპირ, ზოგიერთებს რა გულუბრყვილოდ სჯერა, რომ უბრალო ხალხს #ძალუძს რამის გაკეთება!.. ბოლოს რომელი ხელისუფლება მოიყვანა ხალხმა, რომ ახლა ჰკითხონ რამე?!
რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, რევოლუციას სჭირდება ლიდერი, რომელიც არ გვყავს;
სჭირდება იდეოლოგია, რისთვისაც იბრძოლებს ადამიანი;
სჭირდება გეგმა, რომლის შემუშავებაზეც არავის უფიქრია;
სჭირდება ასევე ტაქტიკა და სტრატეგია;
სჭირდება მიზანი, რომლის გამოც შეიძლება თავგანწირვა;
დაბოლოს, სჭირდება ფინანსები, რომელიც გაძვალტყავებულ ქვეყანაში უბრალო ხალხს არ გააჩნია!..
დანარჩენი ყველაფერი ჟარგონით რომ ვთქვა, „რიჟა ბაზარია“!!!