გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით სკოლაში გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა იგეგმება.
როგორც დავითაშვილი ამბობს, ამისთვის დაახლოების 20 000 პედაგოგი გადამზადდება.
„იმისთვის, რომ გარემოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს ეფექტიანი, ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების და ამ კუთხით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარემოს დაცვის და აგრარული საკითხების ინტეგრირებას სასკოლო განათლებაში.
ჩვენ გვქონდა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დანერგილი გარემოსდაცვითი სწავლებები, მაგრამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები, მასალა იმისთვის, რომ გადამზადდეს დაახლოებით 20 000 პედაგოგი და გარემოსდაცვითი საკითხები ისწავლებოდეს პირველიდან მეექვსე კლასამდე, რომლის საშუალებითაც ჩვენ 250 000 ჩვენი ქვეყნის მოსწავლეს, მომავალს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობას გავუჩენთ“,- განაცხადა დავითაშვილმა
წყარო: ptn.ge