ქობულეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – დაშავებულია ფეხმძიმე ქალი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის ფეხმძიმე ქალია. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადაჰყავთ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. „პრაიმტაიმნიუსი“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

წყარო: newposts.ge