არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს – ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას

“კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ” – ასე მიმართა ირაკლი ზარქუამ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მოსმენა.

ირაკლი ზარქუამ მოსმენა ავტოტრანსპორტის პრობლემებზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.

“სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ. ტეხასმოტრს აძლევენ და მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში, აბინძურებს გარემოს. ამ მიმათულებით გვაქვს ხარვეზი, ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. ასევე, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვინც აქირავებს ამა თუ იმ მოწყობილებებს ერთი საათით იმ ავტოტრანსპორტისთვის, ვისაც ტექდათვალიერების გავლა სურს, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ კი ეს მოქალაქეები ამ მოწყობილობებს პატრონს უბრუნებენ და ეს მანქანები კვლავ გაუმართავია, აბინძურებენ გარემოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კვლავ გამოწვევად რჩება. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად კონტაქტი დაამყაროს და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ” – მიმართა ზარქუამ ნათია თურნავას.

წყარო: itv.ge