ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 თებერვალს ჩატარდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 9 თებერვალი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პარლამენტმა  2 დეკემბერს თვითდათხოვნის გადაწყვეტილებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წარმოდგენილი რეფორმების მხარდასაჭერად შესაბამისი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ მიმართა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.

აზერბაიჯანის პარლამენტი 125 დეპუტატისგან შედგება. მოცემულ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს.