“უსახლკარობის ყველაზე ხშირი მიზეზი სესხი და საბანკო დავალიანებაა” – კვლევა ამ თემის ორგვლივ

ღია საზოგადოების ფონდის ახალი სოციოლოგიური კვლევა „ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში. მიზეზები, საჭიროებები, გარემო“ თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახების ყოფას, გარემოს და საცხოვრებელ პირობებს აღწერს.

სოციალურ საცხოვრისში ბინადარი ოჯახების გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტების უსახლკარობის მიზეზები ორ ან სამ ფაქტორს აერთიანებს.

ყველაზე ხშირი მიზეზი ჯანმრთელობისთვის საჭირო სესხი და საბანკო დავალიანებაა: გამოკითხულთა 34.5%-სთვის (19) უსახლკარობის მიზეზს ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მაღალ პროცენტში აღებული საბანკო კრედიტის გადაუხდელობის ან კერძო მევახშესთან დადებული იპოთეკური ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენს.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული 55 გამოკითხული პირიდან, 94.5% ქალია.

კვლევა ასახავს ქუთაისის და თბილისის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 151 ოჯახიდან ყოველი მესამე ოჯახის (55 ოჯახი) მდგომარეობას და შეფასებას. კვლევის ავტორია ქეთი სართანია.

წყარო: ptn.ge