სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილმა „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“ 22 დეკემბერი საყოველთაო გაფიცვის დღედ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

წყარო: ptn.ge