რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა. ამის შესახებ მან საკუთარ Youtube არხზე ისაუბრა.
“განჯაში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩასვლა მინდოდა საქართველოში, მაგრამ მანდ კორონავირუსია, როგორ მოხერხდება-მეთქი. საქართველოს ხელისუფლებაში მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს, როგორ თუ არ მოხერხდება და აი, ჩავედი საქართველოში. საზღვართან ცოტა ხნით შევყოვნდი, გავიარე კორონავირუსისთვის ყველა საჭირო შემოწმება და აღმოვჩნდი თბილისში. ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, რომელთაც ამის შესახებ არ შევატყობინე. ეს იყო დახურული შეხვედრა, შევხვდი რამდენიმე პოლიტიკოსს. დიახ, არის დისკუსიები, არის კითხვები, რომელიც უნდა განვიხილოთ”, — აღნიშნავს შევჩენკო.
მისი თქმით, ხედავს საქართველოში პოლიტიკოსებს, რომელთაც აქვთ საუბრის მზაობა. შევჩენკომ საქართველოში სულ სამი დღე გაატარა.