ვიწექი დედის და დეიდის სისხლში, ქაშვეთის გუმბათის თავზე აღმართულ ჯვარს შემყურე, უფალს მათ გადარჩენას ვევედრებოდი!- ლევან შანიძე

დღეის სწორს, 1991 წლის 22 დეკემბერს, დილით რუსთაველზე პირველი ტყვიები რომ გავარდა, 2 ტყვია დედაჩემს, თამარ მახარობლიძეს მოხვდა და 2 ტყვიაც დეიდაჩემს ლამარა მახარობლიძეს….

ეს პირდაპირ ქაშვეთის წინ (ჩემი პირველი სკოლის წინ) მოხდა

ვიწექი დედის და დეიდის სისხლში, ქაშვეთის გუმბათის თავზე აღმართულ ჯვარს შემყურე, უფალს მათ გადარჩენას ვევედრებოდი!
ვედრებაც იმდენად ალალი იყო, რომ უფალმაც ყოველივე შემისრულა! დღესაც ორივე ცოცხლები მყვანან!
დიდება ჩვენს უფალს!
დიდება უფალს! დიდება უფალს! დიდება უფალს!