„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციუირ პარტიების შესახებ ისაუბრა:
“ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი.
ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო. სინამდვილეში არ დაწერა წერილი, მან მოატყუა საკუთარ ამომრჩეველს კი არა ჩვენ ყველას მოგვატყუა, ეს ყველას გვახსოვს. წარსული თუ არ გავიხსენეთ, არ გვეცოდინება რატომ ვაკეთებთ დღეს ამას. მან თქვა, რომ მე არ შევდივარ პარლამენტში, არ დაწერა წერილი, შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს და ამას ჰქვია ხალხის პარტია, თუ ლეიბორისტული პარტია.
ნაციონალურ მოძრაობას და მის სხვადასხვა განყოფილებას: იქნება ეს ევროპული საქართველო, გირჩი, მირჩი, აღმაშენებელი – ასეთი სამეფო პარტია – მოგვწონს თუ არა, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს”.