ბელარუსის ღირსეული პრეზიდენტის ღირსეული საქციელი!

ბელარუსი არ შეასრულებს მოთხოვნებს, რომლებიც მას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარუდგინა, 940 მილიონი დოლარის ფარგლებში სწრაფ დაფინანსებასთან დაკავშირებით, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

” სწრაფ დაფინანსებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც არ ეხება ფინანსურ ნაწილს, ბელარუსისთვის მიუღებელია. კერძოდ, ჩვენ გვთხოვენ შემოვიღოთ ის შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლებიც  იტალიაში აამოქმედეს. მე არ მსურს, რომ ბელარუსში გამეორდეს ის, რაც იტალიაში მოხდა, ბელარუსი სხვა ქვეყანაა, აქ  სხვა მდგომარეობაა”,-  განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

“940 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, საერთაშორისო  სავალუტო ფონდი გვთხოვს: დავაწესოთ  კომენდანტის საათი, კარანტინი და იზოლაცია. რა სისულელეა? ბელარუსები არავის დაკრულზე არ ვიცეკვებთ!”, –  ხაზს უსვამს ალექსანდრ ლუკაშენკო.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი თქვა 940 მილიონ დოლარზე,  განაცხადა, რომ ის ვერ მიიღებს ასეთ შეთავაზებას და ბელარუს ხალხს, რომელმაც ის პრეზიდენტად აირჩია , სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საჭიროებებზე მაღლა დააყენებს. ბელარუსის ღირსეული პრეზიდენტის ღირსეული საქციელი!

კონსტანტინე ჩიკვილაძე