“ეს არის საარაკო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი…მაგრამ ინგა მაინც ციხეშია…”

“ეს არის საარაკო, თითქმის დაუჯერებელი ამბავი. წლებია ეს ქალი სასჯელს იხდის შვილების ცემაზე, მაშინ როცა არ უცემია.

დღეს ამას ბავშვებიც ყვებიან და ყველამაც იცის, მაგრამ ინგა მაინც ციხეშია, არ იწყალებდა კომისია და არც ელექტრო სამაჯურით უშვებდა შინ, სანამ არ მოვუგეთ საქმე. შობამდე ის გარეთ იქნება.
ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაინც დავამტკიცებთ, რომ უბრალო ქალი ჩასვეს ციხეში პროკურორის გულგრილობის გამო, რომელმაც სერიოზული მტკიცებულებები არ წარადგინა სასამართლოში და მოძალადე კაცს საშუალება მისცა მოეტყუებინა მართლმსაჯულების სისტემა. ის კაცი უკვე ციხეშია, მაგრამ ინგას ღირსება ჯერ კიდევ აღსადგენია.
ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!”

ბაია პატარაია