ბოიკოტი გაგრძელდება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნამდე – ბადრი ჯაფარიძე

“ოპოზიციას უკვე არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად” – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მზად იქნება ვადამდელი არჩევნების საკითხზე მოსალაპარაკებლად, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ, მაშინ გაიმართება.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზებულია საკმაოდ მოქნილი წინადადებები, მექანიზმები, რათა გამოვიდეთ კრიზისიდან და შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე. მეხუთე რაუნდი გაიმართება ალბათ, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მზად იქნება, რომ მოვილაპარაკოთ მთავარ საკითხზე, რაც იყო და რჩება ბოიკოტის მიზეზად – ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა. ამიტომ, როგორც კი, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და მივაღწიოთ შეთანხმებას“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წყარო: ptn.ge