Facebook-ის პროექტი პარტნიორების მხარდაჭერას კარგავს

საგადასახადო სისტემები Visa, MasterCard, Stripe და Mercado Pago, ასევე კომპანია eBay 11 ოქტომბრიდან გამოვიდნენ ასოციაცია  Libra-ს შემადგენლობიდან, რომელიც მართავდა  Facebook-ის კრიპტოსავალუტო პროექტს. ერთი კვირით ადრე პროექტი დატოვა საგადასახადო სისტემა  PayPal-მა.
ამ ფაქტმა შესაძლოა Facebook-ს შეუქმნას სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით აშშ-ის შიდა ბაზარზე ოპერირების კუთხით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში Facebook-მა ოფიციალურად დაანონსა საკუთარი კრიპტოვალუტის, Libra-ს გამოშვების შესახებ, რომელსაც უნდა მოყოლოდა კრიპტოსაფულე Calibra-ს ამოქმედება.
რამდენად პრობლემატური იქნება ეს საკითხი Facebook-თვის, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.